საგადასახადო კოდექსი

 NB აკადემია გთავაზობთ საგადასახადო კოდექსის კურსს+ესტონური მოდელი 


მოცემული სასწავლო კურსი გათვლილია არა მხოლოდ თეორიულ სწავლებაზე, არამედ პრაქტიკულ ამოცანებსა და სიტუაციებზე. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სასწავლო მასალა იქნება მეტად აღქმადი მსმენელებისათვის და ისინი მოკლე დროში შეიძენენ საჭირო თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას. ამასთან, მოცემული კურსი მოიცავს 2017 წელს საგადასახადო კოდექსში შესული ორი ძირითადი ცვლილების (მოგების გადასახადის ესტონური მოდელი და ავანსების დღგ-ით დაბეგვრა) განხილვას. შესაბამისად, კურსი საინტერესოა არა მხოლოდ დამწყები, არამედ მოქმედი ბუღალტრებისთვის და საფინანსო სფეროს სხვა წარმომადგენლებისთვის.


კურსის თემატიკა:

  • საქართველოს საგადასახადო სისტემის ზოგადი მიმოხილვა და საგადასახადო აღრიცხვის წესები
  • საშემოსავლო გადასახადი, გადასახადის დაკავება გადახდის წყაროსთან, ამოცანა, მანუალი, დეკლარაციის განხილვა (ყველთვიური და წლიური)  
  • არარეზიდენტების დაბეგვრასთან დაკავშირებული საკითხები 
  • მოგების გადასახადი, ერთობლივი შემოსავალის სახეები და ხარჯები, ამოცანა,მანუალი, (დეკლარაციის განხილვა). 
  • დღგ, უკუდაბეგვრის დღგ, ა/ფ, ს/ზ, (დეკლარაციის განხილვა). 
  • ქონების გადასახადი (მათ შორის მიწის გადასახადი), დეკლარაციის განხილვა. 
  • სამართალდარღვევები , საგადასახადო შემოწმება, დავის წარმოება 
  • 2017 წელს შესული ცვლილებები  საგადასახადო კოდექსში  (მოგების გადასახადის ესტონური მოდელი და ავანსების დაბეგვრა) 
  • RS.ge-ზე გადამხდელის პორტალის განხილვა, ამოცანა - ცალკეული გადასახადების მიხედვით დაბეგვრის ობიექტების განსაზღვრასა და შესაბამისი დეკლარაციების შევსება -გადაგზავნა (სატესტო მოულიდან). 


კურს უძღვებიან: სსიპ-ი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის, საგადასახადო შემოწმების მთავარი სამმართველოს უფროსი აუდიტორი: ეკატერინე ქაროსანიძე და აუდიტორული კომპანია GLOBAL CONSULTING მთავარი საგადასახდო აუდიტორი- ელენე ბერიძე


ტრენინგის ხანგრძლივობა: 15 გაკვეთილი. 

ტრენინგის ღირებულება: (3-8 კაცი) ჯგუფში-200 ლარი. ინდივიდუალურად 500 ლარი

გადმოწერე სილაბუსი - საგადასახადო კოდექსი
1