ჩვენ შესახებ

  "NB"  აკადემია 2010 წლიდან  წარმოადგენს მრავალპროფილიან სასწავლო ცენტრს. ჩვენი მიზანია ფართო პროფილის მენეჯერთა და სპეციალისტთა მომზადება, ამისათვის ცენტრს გააჩნია ყველა პირობა სასწავლო პროცესის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად. ჩვენი თითოეული პროგრამა შემუშავებულია ისეთი მეთოდიკით,  რომ მსმენელმა რაც შეიძლება მოკლე ხანში შეძლოს მეტი უნარ-ჩვევების გამოვუმუშავება, რათა ჩვენთან მიღებული ცოდნის შედეგად ადვილად შეძლოს თავის დამკვიდრება, და დამსაქმებლის მიერ, მათზე დაკისრებულ ამოცანებზე თავის გართმევა.  ჩვენს მიერ მომზადებულია ასობით ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანიის თანამშრომელი.  ჩვენი გუნდის გამოცდილება უკვე 12  წელს ითვლის და იგი დაკომპლექტებულია  მაღალი დონის პროფესიონალი პრაქტიკოსი სპეციალისტებითა და ექსპერტებით.  

თითეული თეორიული კურსის გავლის შემდეგ, მსმენელს საშუალება ეძლევა სტაჟირება გაიარონ შესაბამისი დარგის სფეროში. ამისათვის ცენტრი თანამშრომლობს საბანკო და მიკროსაფინანსო სექტორთან; ტურისტულ კომპანიებთან, სასტუმროებთან და მაღალი დონის აფთიაქებთან, სადაც მსმენელები გაივლიან 1-ან 2 თვიან პრაქტიკას.

ტრენინგ ცენტრში მოქმედებს ფასდაკლება სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრებისათვის, ოჯახიდან სასწავლებლად მოსული ორი ან მეტი წევრის, ასევე ორი ან რამდენიმე ტრენინგის გავლის შემთხვევაში.  პირველ ლექციაზე დასწრება უფასოა. რის შემდეგაც მსმენელი იღებს გადაწყვეტილებას.

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი, სტაჟირების დამადასტურებელი ცნობა და სარეკომენდაციო წერილი დასაქმებისათვის.

წარმატებული მსმენელების რეზიუმეები  გადაეგზავნება ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციებს, რომლებიც გასაუბრების და ტესტირების საფუძველზე მოახდენენ, მათთვის სასურველი კადრების შერჩევას.


თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა სწორი გზა აირჩიოთ მიზნისაკენ. გაითვალისწინეთ  ჩვენ გამოგვცადა დრომ და ხარისხი არასოდეს დაგვიკარგავს!  დასაქმების რეალური შანსი მხოლოდ თქვენს მონდომებაშია! 


პროფესიონალთა გუნდი თქვენს გვერდით!


  „NB“ აკადემია  გისურვებთ წარმატებას!

1