საოფისე პროგრამები

~ NB~ აკადემია  გთავაზობთ საოფისე კომპიუტერული პროგრამების კურსებს.


კურსი გათვლილია იმ პირთათვის ვისაც უწევს საქმის წარმოება ინტელექტუალურ სამსახურში. საოფისე პროგრამების კურსი მათ დაეხმარებათ კომპიუტერული ტექნოლოგიების დახმარებით შექმნან დოკუმენტაცია, მონაცემთა ბაზები, ცხრილები, დიაგრამები და პრეზენტაციები

Windows 10 -კომპიუტერის აგებულება, მისი შემადგენლობა. ვინდოუსის ფანჯრის აგებულება და მისი მენიუს შესწავლა. დაკარგული ფაილების მოძებნა. პროგრამების ინსტალაცია და მისი ამოშლა. დოკუმენტის დისკზე, ფლეშკაზე ჩაწერა. შრიფტების ინსტალაცია. winrar ინფორმაციის დაარხივება და მისი გახსნა. ეკრანის ზომის, ფონის  შეცვლა და დამცავის დაყენება. პრინტერთან  და სკანერთან მუშაობის შესწავლა.

Ms. Word2019 დოკუმენტის შექმნა, მისი დაფორმატება. დოკუმენტში ცხრილების აგება, სურათების და სხვა გრაფიკული გამოსახულების ჩასმა. CV-ის შედგენა, პრინტერთან და სკანერთან მუშაობა. დოკუმენტის დაცვა, პაროლის დაყენება.

Ms Excel-2019  ცხრილში მონაცემების შეტანა და მისი ფომატირება. ფორმულების შედგენა, პროცენტის გამოთვლა, დიაგრამების აგება მონაცემთა ბაზაზე. მათემატიკური, და ლოგიკური ფუნქციების შესწავლა. ხელფასის უწყისის შედგენა, მონაცემთა ბაზის გაფილტვრა, მისი სორტირება. ბეჭვდის პარამეტრების შესწავლა და მათი გასწორება და დოკუმენტის დაცვა.

Internet - ინფორმაციის მოძიება, ელექტრონული ფოსტის  გახსნა, წერილების მიღება, გაგზავნა, წერილზე სხვადსხვა სახის ფაილების (CV, სურათის...) მიმაგრება. ინფორმაციის გადმოწერა.  

Ms Power Point-2019 - პროგრამა განკუთვნილია პრეზენტაციისთვის. სხვადსხვა სლაიდ შოუების აწყობა და მუსიკის ფონზე მათი ჩვენება.


ტრენინგ-პროგრამა დაფუძნებულია ლექციებზე,  ტესტებზე და  პრაქტიკულ სავარჯიშოებზე. გავლილ მასალაზე მსმენელს გადაეცემა თეორიული მასალაც.

კურსდამთავრებული შეძლებს: ნებისმიერი დოკუმენტის შექმნას და წარმოებას, როგორც ვორდში, ასევე, ელექტრონული ცხრილების გაკეთებას ექსელში, პრეზენტაციების და პუბლიკაციის შექმნას და სხვა. ი-მეილით CV-სა და ნებისმიერი ფაილის გადაგზავნას. აგრეთვე, შეძლებს სკანერთან, პრინტერთან, ვიდეოთვალსა და სხვა მოწყობილობებთან მუშაობას. 

კურსის ბოლოს ჩატარდება გამოცდა და გაიცემა ორენოვანი  სერთიფიკატი.

ჩაწერა წინასწარი რეგისტრაციით.

წარმატებულ კურსდამთავრებულებს მიეცემათ სარეკომენდაციო  წერილი, რაც დაეხმარებათ შემდგომ დასქმებისას.


კურსის ხანგრძლივობა: 10 ლექცია. ლექციის ხანგრძლივობა 1 საათი. 

კურსის ღირებულება: ინდივიდუალურად 250 ლარი. ორ კაციან ჯგუფში 200 ლარი.


მისამართი: თბილისი. თავისუფლების მოედანი. სულხან-საბასქ.1/5. ეროვნული ბანკის გვერდით.

ტელეფონები: 2  72-87-87; 593 73 70 43 

ელ-ფოსტა: info@nbacademy.ge

ვებ-გვერდი: http://www.nbcenter.ge

ვებ-გვერდი: http://www.nbacademy.ge

სკაიპი: nbcenter

გადმოწერე სილაბუსი - საოფისე პროგრამები
1